კონკურსი ტურინის მეცნიერებათა აკადემიის პრიზების მოსაპოვებლად
- იანვარი 30, 2024
ტურინის მეცნიერებათა აკადემია 2024 წელს აცხადებს კონკურსს შემდეგი პრიზების მოსაპოვებლად:
- Gili Agostinelli-ის საერთაშორისო პრიზი, რომლის ფულადი ჯილდო შეადგენს 10 000 ევროს და გადაეცემა მეცნიერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გამოყენებით ან თეორიულ მექანიკაში ან კლასიკურ მათემატიკურ ფიზიკაში. პრიზი არ გადაეცემათ ტურინის მეცნიერებათა აკადემიის წევრებს და მეცნიერებს, რომელთაც უკვე მიიღეს Panetti-ს და Panetti Ferrari-ს პრიზები. კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს 2024 წლის 31 მარტამდე.
- Panetti Ferrari-ის საერთაშორისო პრიზი, რომლის ფულადი ჯილდოც შეადგენს 10 000 ევროს და გადაეცემა მეცნიერს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის გამოყენებითი მექანიკის განვითარებაში ბოლო ათი წლის განმავლობაში. განაცხადის წარდგენა არ შეუძლიათ ტურინის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლებს, ასევე იმ მეცნიერებს, რომელთაც უკვე გადაეცათ მსგავსი პრიზი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარმოადგენენ ახალ ნამუშევრებსა და აღმოჩენებს. კანდიდატურის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 15 აპრილი.
- Herlitzka-ს საერთაშორისო პრიზი, რომლის ფულადი ჯილდო შეადგენს 10 000 ევროს და გადაეცემა მეცნიერს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ფიზიოლოგიის განვითარებაში ბოლო 10 წლის განმავლობაში. პრიზი არ გადაეცემათ ტურინის აკადემიის წარმომადგენლებს. განაცხადის წარდგენის ვადა არის 2024 წლის 30 აპრილამდე.
წესების მიხედვით, განაცხადი უნდა წარადგინოს აკადემიის პრეზიდენტმა. განაცხადის ფორმას თან უნდა ერთვოდეს კანდიდატის სამოტივაციო წერილი და მოკლე რეზიუმე მნიშვნელოვან პუბლიკაციათა ჩამონათვალთან ერთად. განაცხადის წარდგენა ხდება ელ.ფოსტაზე ციფრული ფორმით: presidenza@accademiadellescienze.it
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.accademiadellescienze.it/premi