გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების კონკურსი
- მარტი 6, 2024
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:
- ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია _ ფიზიკის დარგში
- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია _ გეოგრაფიის დარგში
- ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია _ ფიზიოლოგიის დარგში
- ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია _ საქართველოს ისტორიის დარგში
- გიორგი გიგაურის სახელობის პრემია _ მეტყევეობის დარგში
- ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია _ ევოლუციის თეორიისა და პალეობიოლოგიის დარგში
- სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია _ ბიოქიმიის დარგში
- ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია _ საქართველოს მინერალური ნედლეულის გადამუშავების დარგში
- კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია _ ძველი ქართული ლიტერატურისა და ლიტერატურათმცოდნეობის დარგში
- მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში
- გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია _ ქირურგიის დარგში
- გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია _ ტექნიკის დარგში
- ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრემია _ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დარგში
- იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია _ ფარმაკოქიმიის დარგში
- გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია _ მათემატიკის დარგში
- ნიკოლოზ ხომიზურაშვილის სახელობის პრემია _ მებაღეობა-მევენახეობისა და მეღვინეობის დარგში
- ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია _ გეოლოგიის დარგში
- სერგი ჯიქიას სახელობის პრემია _ თურქოლოგიის დარგში
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორიული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი (მონოგრაფია, სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული შრომა ან შრომათა ციკლი), რომელიც საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.
კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.
პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუშვებელია.
პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არა¬უგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.
ნაშრომი, რომელსაც ადრე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ამ კონსკურსში არ მიიღება.
ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.
იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსაპოვებლად წარმოადგენენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.
კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;
ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახასიათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;
(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზოგადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).
გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნიერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;
დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.
ე) ყველა საკონკურსო დოკუმენტის ელექტრონული ვერსია.
მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2024 წლის 11-დან 29 მარტის ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320. საბუთები მიიღება ყოველი სამუშაო დღის 1100 – დან 1700 საათამდე.
დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ. 2-99-00-52
დებულება შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.