მემორანდუმი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიასთან
- მარტი 28, 2024
2024 წლის 27 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე, აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა, აკადემიკოსები: ავთანდილ კორახაშვილი და გია ჯაფარიძე, ადმინისტრაციული აპარატის უფროსი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ფელიქს კალანდარიშვილი, უცხოეთთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ზინა ჯორბენაძე და ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი ავთანდილ აბაშიძე. ხოლო, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან მოწვეულები გახლდნენ: აკადემიის პრეზიდენტი გივი ჯაფარიძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი გურამ ალექსიძე, აკადემიკოს-მდივანი ალექსანდრე დიდებულიძე, პრეზიდენტის მოადგილე, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი, აკადემიკოსი ანატოლი გიორგაძე, აკადემიური დეპარტამენტის უფროსი მარინე ბარვენაშვილი და პრეზიდენტის თანაშემწე, პროფესორი თამაზ ბაციკაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ ორ აკადემიას დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებს და ეს მემორანდუმი მათ კიდევ უფრო დააახლოვებს.
ორმხრივი მემორანდუმი ითვალისწინებს საქართველოში მეცნიერების განვითარების ხელშეწყობას და ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელებას, ასევე, ქართული მეცნიერების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენას, მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მოსალოდნელი შედეგების შესახებ ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისა და საზოგადოებისათვის რეკომენდაციების წარდგენას.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებმა – აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და გივი ჯაფარიძემ.