წიგნის „ABC of Transport Diplomacy“-ის („სატრანსპორტო დიპლომატიის ანბანი“) პრეზენტაცია
- მაისი 16, 2024
2024 წლის 16-17 აპრილს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში ჩატარებულ გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაზე მდგრადი ტრანსპორტის შესახებ, სადაც ქართული მხარე საგანგებოდ იყო მიწვეული, გაიმართა წიგნის „ABC of Transport Diplomacy“-ის („სატრანსპორტო დიპლომატიის ანბანი“) პრეზენტაცია, რომელიც გამოიცა სატრანსპორტო დიპლომატიის საერთაშორისო ცენტრის მიერ და რომლის თანაავტორიც გახლავთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თამაზ შილაკაძე.
აღნიშნული წიგნი წარმოადგენს უნიკალურ სახელმძღვანელოს, რომელიც სატრანსპორტო დიპლომატიის შესწავლის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
სახელმძღვანელო აერთიანებს მეთოდოლოგიურ და საინფორმაციო მასალებს საერთაშორისო სატრანსპორტო პოლიტიკის მიმდინარეობის შესახებ, მათ შორის კლიმატის, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების, მდგრადი ტრანსპორტისა და ნახშირბადის მობილობის, მულტიმოდალური სატრანსპორტო დერეფნების შემუშავებისა და მათი გაციფრულების საკითხების ჩათვლით.