გამოჩენილი მეცნიერები სახელობითი აკადემიური პრემიებით დაჯილდოვდნენ
- მაისი 25, 2024
მიმდინარე წლის 22 მაისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის გაფართოებული სხდომა, რომელზეც სხვადასხვა დარგის გამოჩენილი მეცნიერები სახელობითი აკადემიური პრემიებით დაჯილდოვდნენ. საზეიმო ღონისძიებას აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი და აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა უძღვებოდნენ. დიპლომები გადაეცათ მეცნიერების ყველა დარგის წარმომადგენელ მეცნიერებს. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად გაიცა მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია პოლიტიკურ მეცნიერებათა დარგში, რომლის გამარჯვებული გახდა პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, ირაკლი აბაშიძის სახელობის ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქციის მთავარი რედაქტორი ზურაბ აბაშიძე წიგნისათვის -„ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“. ჩვენთან საუბარში ნომინანტებმა განაცხადეს, რომ ეს პრემიები მათთვის ფრიად საპატიო და დასაფასებელია.
ამავე ღონისძიებაზე, მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფს საზეიმოდ გადაეცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის დამადასტურებელი სერტიფიკატები, რომლის თანახმადაც ისინი საქართველოს უმაღლესი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიურ ანგარიშებს შეაფასებენ.
ქვემოთ გთავაზობთ სახელობითი აკადემიური პრემიებით დაჯილდოებულ მეცნიერთა და ექსპერტთა ნუსხას.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია მიენიჭათ:
- ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის პრემია − ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორებს ნანა შათაშვილსა და ვაჟა ბერეჟიანს ნაშრომისათვის „ელექტრომაგნიტური ტალღისა და ელექტრონული ბგერის არაწრფივი ბმა მრავალკომპონენტიან გადაგვარებულ ასტროფიზიკურ პლაზმაში“.
- გიორგი ჭოღოშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს ხვედრი ინასარიძეს ნაშრომისათვის „Г-ჯგუფების (Co)ჰომოლოგია და Г-ჰომოლოგიური ალგებრა“.
- გიორგი ნიკოლაძის სახელობის პრემია – აკადემიკოს თამაზ ნატრიაშვილს, მეცნიერებათა დოქტორ რევაზ ქავთარაძეს, აკადემიურ დოქტორებს: გიორგი ჭილაშვილსა და მერაბ ღლონტს შრომათა ციკლისათვის „წყალბადის ძრავას ეკოლოგიური მახასიათებლების პროგნოზირება და გაუმჯობესება 3D მათემატიკური მოდელების გამოყენებით“.
- ივერი ფრანგიშვილის სახელობის პრემია – ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ახობაძეს მონოგრაფიისათვის „მაკროსისტემების მათემატიკური მოდელირების საკითხები ენტროპიის მაქსიმიზაციის პრინციპის საფუძველზე“.
- ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია – უფროს მეცნიერ თანამშომელს ზაზა ლეჟავას, მთავარ მეცნიერ თანამშომელს კუკური წიქარიშვილს, უფროს მეცნიერ თანამშრომელს ლაშა ასანიძეს ნაშრომისათვის „საქართველოს ბაქნური კარსტი“.
- ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია – გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ თამარ წუწუნავას, გეოლოგიის აკადემიურ დოქტორებს გიორგი ბერიძესა და ირაკლი ჯავახიშვილს შრომათა ციკლისათვის „კავკასიონის კრისტალინიკუმის მეტამორფიზმისა და მაგმატიზმის პრობლემები“.
- ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის პრემია – ქიმიის მეცნიერებათა დოქტორებს გიორგი წინწკალაძესა და თეიმურაზ კორძახიას შრომათა ციკლისათვის – „საქართველოს ზოგიერთი ბუნებრივი ნედლეულის გამოყენების შესაძლებლობა“.
- იოველ ქუთათელაძის სახელობის პრემია – მთავარ მეცნიერ თანაშრომელს მაია მერლანს, მეცნიერ თანამშრომელს ვახტანგ ბარბაქაძეს, უფროს მეცნიერ თანამშრომლებს ლალი გოგილაშვილსა და ლელა ამირანაშვილს შრომათა ციკლისათვის – „მცენარეული ბიოპოლიმერების სინთეზური ანალოგიების მიღება და მათი შედარებითი ბიოლოგიური აქტივობა“.
- ლეო დავითაშვილის სახელობის პრემია – გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორ ირინა შატილოვას, გეოლოგიის დოქტორ ირმა კოკოლაშვილს, ბიოლოგიის დოქტორ მაია ბუხსიანიძეს, გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორ კახაბერ ქოიავას, გეოლოგიის დოქტორ ლამარა მაისურაძეს (გარდაცვალების შემდეგ), გერმანელ მეცნიერ ანგელა ბრუხს წიგნისათვის „გვიანკაინოზოური ბიომოვლენები საქართველოს ტერიტორიაზე ფორამინიფერების და პალინოლოგიური მონაცემების საფუძველზე“.
- სერგი დურმიშიძის სახელობის პრემია – ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ვლადიმერ ელისაშვილს, ბიოლ. მეცნ. აკად. დოქტორებს ევა ქაჩლიშვილს, მიხეილ ასათიანს, ეკა მეტრეველს, თამარ ხარძიანს, აზა კობახიძეს, ვიოლეტა ბერიკაშვილს შრომათა ციკლისათვის „ბაზიდიომიცეტების ფიზიოლოგია და ბიოქიმია“.
- ივანე ბერიტაშვილის სახელობის პრემია – აკადემიკოს თემურ ნანეიშვილს, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორებს მანანა დაშნიანს, მზია ჟვანიასა და ბიოლოგიის აკადემიურ დოქტორ მაია ბურჯანაძეს კვლევათა ციკლისათვის „მეხსიერების ნეირობიოლოგიური მექანიზმები ნორმასა და პათოლოგიაში: სისტემური, სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“.
- გრიგოლ მუხაძის სახელობის პრემია – მედიცინის აკადემიურ დოქტორ ზვიად ბახუტაშვილს შრომათა ციკლისათვის „გულის შეძენილი პათოლოგიების ქირურგიული მკურნალობა“.
- გიორგი გიგაურის სახელობის პრემია – აკადემიკოს ვანო პაპუნიძეს შრომათა ციკლისათვის „სატყეო სწრაფმოზარდი მერქნიანი სახეობების სანერგეების შექმნა”.
- ნიკოლოზ ხომიზურაშვილის სახელობის პრემია – ტექნიკის მეცნიერებათა აკადემიურ დოქტორ მარიამ ხომასურიძეს სახელმძღვანელოსათვის „ღვინის ზადი და ნაკლი“.
- ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის პრემია – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ გიორგი კალანდიას ნაშრომისათვის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“.
- მიხეილ მუსხელიშვილის სახელობის პრემია – პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ზურაბ აბაშიძეს წიგნისათვის „ცივი ომი: მოგზაურობა დღევანდელ წარსულში“.
- კორნელი კეკელიძის სახელობის პრემია – აკადემიკოს ელგუჯა ხინთიბიძეს წიგნებისათვის: „წყაროთმცოდნეობითი ძიებანი“; 2. „შუა საუკუნეების ქართული რომანი „ვეფხისტყაოსანი“ და შექსპირის ბოლო პერიოდის პიესები“.
- სერგი ჯიქიას სახელობის პრემია – პროფესორ ნოდარ შენგელიას მონოგრაფიათა ციკლისათვის „ოსმალური დავთრები საქართველოს შესახებ“.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი მიენიჭათ და ექსპერტის სერტიფიკატები გადაეცათ:
- ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორ ავთანდილ ამირანაშვილს – გეოფიზიკის დარგში
- სოციალურ მეცნიერებათა დოქტორ ქეთევან ახობაძეს – ხელოვნებისა და კულტურის დარგში
- გეოლოგიის დოქტორ დავით ბლუაშვილს – გეოლოგიის დარგში
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ სიმონ გელაშვილს – ეკონომიკის დარგში
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ რევაზ გველესიანს – ეკონომიკის დარგში
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ ნუგზარ თოდუას – ეკონომიკის დარგში
- ეკონომიკის დოქტორ ლია თოთლაძეს – ეკონომიკის დარგში
- ეკონომიკის დოქტორ თეა ლაზარაშვილს – ეკონომიკის დარგში
- პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორ ვახტანგ მაისაიას – პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში
- გეოლოგია-მინერალოგიის დოქტორ მარინე მარდაშოვას – გეოლოგიის დარგში
- ფსიქოლოგიის დოქტორ ხათუნა მარწყვიაშვილს ფსიქოლოგიის დარგში
- ფიზიკის დოქტორ გიორგი ნაბახტიანს – ფიზიკის დარგში
- გეოლოგიის დოქტორ თამარ რაზმაძეს – გეოლოგიის დარგში
- ფიზიკა-მათემატიკის აკადემიურ დოქტორ თამაზ სულაბერიძეს – მათემატიკის დარგში
- სამართლის დოქტორ ბექა ქანთარიას – სამართლის დარგში
- ეკონომიკის დოქტორ გიორგი ღაღანიძეს – ეკონომიკის დარგში
- ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ბესარიონ შანშიაშვილს – საინჟინრო მეცნიერებისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დარგში
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ თემურ შენგელიას – ეკონომიკის დარგში
- მათემატიკის დოქტორ ნატალია ჩინჩალაძეს – მათემატიკის დარგში
- ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ მურმან ცარციძეს – ეკონომიკის დარგში
- ეკონომიკის დოქტორ მამუკა ხუსკივაძეს – ეკონომიკის დარგში