განცხადება

განცხადება

  • ივნისი 27, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ქართველი მეცნიერები ულოცავენ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში ისტორიულ გამარჯვებას და ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის წარმატებით დასრულებას! ფეხბურთში საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება არის თითოეული ფეხბურთელის, მთავარი მწვრთნელის, სამრწვთნელო შტაბის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის, ქართველ გულშემატკივართა და მთელი ქვეყნის დამსახურება. გვჯერა, რომ ფეხბურთში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წინ დიდი გამარჯვებები ელის ჩვენი ქვეყნის გასახარად. წინ, საქართველო!

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია