აკადემიის პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი CORE აკადემიის წევრად აირჩიეს
- აგვისტო 27, 2024
კაცობრიობის საკეთილდღეოდ ცოდნის, კვლევისა და მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო აკადემიის – CORE აკადემიის წევრი გახდა. აღიარება საქართველოსა და კავკასიის, შუა საუკუნეების ისტორიის, წყაროთმცოდნეობის, ისტორიოგრაფიის, სოციალური პროცესებისა და დიპლომატიის ისტორიაში აკადემიკოსის კვლევით ნაშრომებს ეფუძნება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, რომელიც მსოფლიო მასშტაბით აკადემიური წევრობის კიდევ ერთი მაღალი სტატუსით დაჯილდოვდა, შეყვანილია CORE აკადემიის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა განყოფილებაში. აკადემიის ვებსაიტზე შექმნილია მისი სახელობის გვერდი, რომელშიც წარმოდგენილია აკადემიკოსის მოღვაწეობა და მისი სამეცნიერო მიღწევები.
„CORE აკადემია წარმოადგენს კაცობრიობის საკეთილდღეოდ შექმნილი გლობალური აკადემიური თანამშრომლობისა და ცოდნის გავრცელების პლატფორმას, რომელიც ჰონგ-კონგის მთავრობის მიერ არის დაფუძნებული. სამეცნიერო ორგანიზაციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო, მოწინავე და ინტერდისციპლინურ კვლევებს ცოდნის ყველა სფეროში. სამეცნიერო ორგანიზაცია მოწოდებულია აღიაროს გამოჩენილი სამეცნიერო მიღწევები მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ წევრობის კანდიდატის ნომინირების უფლება გააჩნიათ მხოლოდ აკადემიის წევრებს, ასევე, ნომინირებული კანდიდატის სამეცნიერო შედეგების ფარულ რეცენზირებას CORE აკადემიის სხვა ორი წევრის მიერ ხორციელდება, რომლის წარმატებით გავლის შემდეგ ხდება ახალი წევრის არჩევა.