კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

კონკურსი აკადემიის ნამდვილ წევრთა და წევრ-კორესპონდენტთა ასარჩევად

  • ოქტომბერი 2, 2024

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქარ­თვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრთა (აკადემიკოსთა) და  წევრ-კორესპონდენტთა ასარ­ჩევად შემდეგ სპეციალობებში:

აკადემიკოსთა ვაკანსიები

სპეციალობა ვაკანსია
ფიზიკა 1
საქართველოს ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია, ფიზიკური ანთროპოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა 1

 

წევრ-კორესპონდენტთა ვაკანსიები

სპეციალობა ვაკანსია
მათემატიკა 2
გეოლოგია 1
გეოფიზიკა 1
ენერგეტიკა 1
სამთო საქმე 1
ეკონომიკის მართვის კომპიუტერული მოდელები 1
ქიმია და ქიმიური ტექნოლოგიები 1
მეტალურგია და მასალათმცოდნეობა 1
ზოოლოგია 1
მცენარეთა ბიოქიმია 1
თეორიული მედიცინა 1
კლინიკური მედიცინა 1
მეცხოველეობა 1
ვეტერინარია 1
საქართველოს ისტორია, ეთნოლოგია, არქეოლოგია 1
სამართალმცოდნეობა 1
ფილოსოფია,  ფილოსოფიის ისტორია 1
ხელოვნების ისტორია და თეორია 1
ძველი ქართული ლიტერატურა 1
ლიტერატურათმცოდნეობა, კულტუროლოგია 1

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემი­კოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძ­ლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეც­ნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვი­თარებაში.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადე­მი­კოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვ­ნული აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), სამეცნიერო დაწესებულე­ბებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და კერძო ავტორიზებულ უმაღლეს სას­წავ­ლებლებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტობის კან­დიდატთა წამოყენების უფლება აქვთ საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნული აკადე­მიის წევრებს (აკადემიის ნამდვილ წევრებსა და წევრ-კორესპონდენტებს), სამეცნიერო დაწე­სებულებებს, სახელმწიფო და კერძო ავტორი­ზებულ უმაღლეს სასწავლებლებს.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობისა (აკადე­მიკოსობის) და წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემ­პლარად):

  • აკადემიკოსობის კანდიდატებისათვის აკადემიის ნამდვილი წევრების, ხოლო წევრ-კორესპონდენტობის კანდიდატებისათვის აკადემიის ნამდვილ წევრ­თა და წევრ-კორესპონდენტთა წარდ­გინება (დედანი), დამოწმებული წარმდგე­ნის ხელ­­­მო­წერითა და სველი ბეჭდით, ან სამეცნიერო დაწესებულებე­ბის, სახელ­მწიფო უმაღლესი სასწავ­ლებლების, კერძო ავტორი­ზებული უმაღლე­სი სასწავ­ლებლების წარდგინება (დედანი, დაბეჭ­დილი ტიტულოვან ბლანკზე) სათანა­დო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და დაწესე­ბულების სველი ბეჭდით;
  • ფერადი ფოტო 4/6;
  • სამეცნიერო ხარისხის დამა­დასტურებელი დიპლომის ასლი (დამოწმებული ნოტა­რი­ულად);
  • მონაცე­მები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV);
  • ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი სრული ფორმით (უცხოეთში გამო­ქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით);
  • კანდი­დატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება დარგის სპეცია­ლისტის მიერ;
  • კანდიდატის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • საბუთები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე (საჭიროების შემ­თხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი) პირადად აკადემიის ნამდვილი წევ­რო­ბის (აკადემიკოსობის) და წევრ-კორეს­პონდენტობის კანდი­და­ტთა მიერ.

საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის მიიღება საქართველოს მეცნიერე­ბათა ეროვ­ნულ აკადე­მიაში 2024 წლის 9 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვ­ნული აკადემია (ადამიანური რესურსების  მართვისა  და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტი, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86;  577 40-61-51). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.

აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) გამოქვეყნდება  საქარ­თვე­ლოს მეცნი­ერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www. science.org.ge).

კანდიდატის CV და ფოტოსურათი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ მისამართზე hr@science.org.ge

შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია აკადემიის ადამიანური რესურსების მართვისა და სპეციალურ დავალებათა დეპარტამენტში.