აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი პეტრე ჟღენტის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა

აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი პეტრე ჟღენტის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა

  • დეკემბერი 16, 2024

აკადემიკოსი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ ცნობილი საზოგადო მოღვაწის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორ  პეტრე ჟღენტის  სახელობის პრემიით დააჯილდოვა.
სოლომონ პავლიაშვილს საქართველოს  სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოჩენილ აგრარიკოს-მეცნიერთა სახელობის პრემია და დიპლომი გადაეცა
დავით გუბელაძესთან (აწგარდაცვლილი)  თანაავტორობით გამოცემული  ნაშრომისათვის – „სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა“.
მონოგრაფია “სოფლის მეურნეობა, ეკონომიკური ეფექტიანობის მართვა და ცირკულარული ეკონომიკა” წარმოადგენს ინოვაციური მიდგომების ერთობლიობას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობაში ახალი, უფრო ეფექტური და მდგრადი სისტემის დანერგვას. ავტორები აქცენტს აკეთებენ იმ ფაქტზე, რომ თანამედროვე სოფლის მეურნეობის სისტემა, რომელიც ძირითადად ტრადიციულ, წრფივ ეკონომიკას ემყარება, უკვე ვეღარ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას. შესაბამისად, ცირკულარული ეკონომიკა, რომელიც ეფუძნება რესურსების განმეორებით გამოყენებას და ნარჩენების მინიმიზაციას, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ალტერნატივას სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. ნაშრომი ემყარება ევროპულ გამოცდილებას და აღწერს, როგორ შეიძლება საქართველომაც მიიღოს ეს მოდელი, ეფექტურად მოარგოს იგი ადგილობრივ აგრარულ სექტორს და მიიღოს სარგებელი ეკონომიკური და ეკოლოგიური თვალსაზრისით.
გარდა სამეცნიერო და პოლიტიკური მოღვაწეობისა, სოლომონ პავლიაშვილი აქტიურად არის ჩართული როგორც  საგანმანათლებლო-პედაგოგიურ, ასევე საზოგადოებრივ საქმიანობაში.
აკადემიკოს სოლომონ პავლიაშვილს მიღებული აქვს საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, პრემიები და საერთაშორისო სიგელები.
1999  წელს მას მიღებული აქვს საქართველოს პრეზიდენტის პირველი ხარისხის სამეცნიერო სტიპენდია.
2001 – პრეზიდენტის მადლობა სახელმწიფო პროგრამების შედგენასა და რეკომენდაციების შემუშავებაში ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისთვის.
2019 – საქართველოს სოფლის მეურნეობის აკადემიის სიგელი ეკონომიკის მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
2019 – პაატა გუგუშვილის სახელობის სამეცნიერო პრემია.
2019 – საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელი
ქართული ეკონომიკური აზრის განვითარებაში, ეკონომიკური მეცნიერების პოპულარიზაციასა და სწავლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
2023 – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით) ეკონომიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის.
2023 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის “ოქროს მედალი” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის.
2023 – მესტიის საპატიო მოქალაქე.
2024 – პერსონალური მადლობის წერილი და სერთიფიკატი ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) პროცესის  წინსვლაში განსაკუთრებული წვლილისთვის, მუდმივი მხარდაჭერისთვის და რეგიონული დიალოგის მასპინძლობისთვის ბიომრავალფეროვნების ფინანსირების ინიციატივის (BIOFIN) გლობალური მენეჯერისგან – ონო ვან დენ ჰოიველისგან (UNDP).
2024 – პერსონალური მადლობის წერილი კანადის მთავრობისა და ველური ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF) ორგანიზებით გამართულ მინისტერიალში მონაწილეობისთვის და განსაკუთრებული თანამშრომლობისთვის კანადის გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მინისტრის – სტივენ გილბოსგან  და WWF International-ის პრეზიდენტის – დოქტორ ადილ ნაჯამმასგან.
2024 – საპატიო გარეჯელის წოდება.
2024 წელს არჩეულ იქნა ლენტეხის საპატიო მოქალაქედ.