საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

საქპატენტმა „საქართველოს მთიანეთის ტრადიციულ ლუდს“ გეოგრაფიული აღნიშვნის სტატუსი მიანიჭა

  • მარტი 10, 2025

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა – „საქპატენტმა“ საქართველოს მთიანეთის ტრადიციული ლუდი გეოგრაფიულ აღნიშვნად დაარეგისტრირა. ეს აღიარება წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ქართული კულტურული მემკვიდრეობის, იდენტობისა  და ლუდის წარმოების ტრადიციის შენარჩუნებისთვის.

ამ მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეგიდით, შეიქმნა  საქართველოს მთიანეთში ტრადიციული ლუდის კულტურის აღორძინების პოლიტიკის დოკუმენტის საკითხებზე მომუშავე საბჭო, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი – აკადემიკოსი როინ  მეტრეველი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, აკადემიკოსი სოლომონ პავლიაშვილი ხელმძღვანელობდნენ.

კომისიის მუშაობის შედეგად, თუშეთის, ფშავ-ხევსურეთისა და ცხინვალის რეგიონების მთიანეთში უძველესი დროიდან არსებული ლუდის დამზადების ტრადიციები ახლა უკვე სახელმწიფოს მიერ აღიარებული და დაცულია.

https://imedinews.ge/ge/sazogadoeba/373708/saqpatentma-saqartvelos-mtianetis-traditsiul-luds-geograpiuli-agnishvnis-statusi-mianicha?fbclid=IwZXh0bgNhZW0CMTEAAR3ZiJ4LEcU6F-0RBaHyDGERtp9cl43D-NESzAlkqQGjiMD1tHTkGu2uW08_aem_Me1Fi_91–TFr3I_bXMGWQ