
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის განცხადება
- მარტი 17, 2025
უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიამ განაახლა მიღება Momentum MSCA Premium პოსტსადოქტორო სტიპენდიის პროგრამაზე. ხსენებული პროგრამა არის 5 წლიანი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს 35-მდე გამორჩეული პოსტდოქტორანტი მკვლევრის მოზიდვას და აღზრდას მთელი მსოფლიოდან, რაც მათ უნგრეთში “Lendület” Momentum კვლევით ჯგუფებთან თანამშრომლობის საშუალებას მისცემს.
წარმატებული კანდიდატები ყოველთვიური ხელფასით, შემწეობებით, უმაღლესი დონის კვლევის შესაძლებლობებით, ინტენსიური ტრენინგებითა და განვითარების მხარდაჭერით ისარგებლებენ. პოსტდოქტორანტურის კვლევის პერიოდი მინიმუმ ერთი წლიდან სამ წლამდე მერყეობს – ერთიდან სამ თვემდე სავალდებულო მივლინების ჩათვლით. პროგრამის მიზანია, მაქსიმალურად გაზარდოს მკვლევრების სარგებელი.
განაცხადების მიღება 2025 წლის 2 აპრილიდან იწყება და გათვლილია 15 პოსტდოქტორანტზე.
2009 წელს ამოქმედებული “Lendület” Momentum პროგრამა არის უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის (MTA) ფლაგმანი. დღემდე, მან მხარი დაუჭირა 220-ზე მეტ დამოუკიდებელ კვლევით ჯგუფს სხვადასხვა სფეროში.
Momentum MSCA Premium Postdoctoral Fellowship პროგრამა თანადაფინანსებულია ევროკავშირისა და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის სამდივნოს მიერ Marie Sklodowska-Curie-ის პრესტიჟული გრანტის ფარგლებში.
პროგრამის შესახებ დეტალები ხელმისაწვდომია თანდართულ ბროშურასა და პროგრამის ვებგვერდზე: Momentum MSCA Postdoctoral Programme │MSCA Fellowship │ Hungary.
შეკითხვები შეგიძლიათ გააგზავნოთ ელ ფოსტაზე: momentum.msca@office.mta.hu