
სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა
- მარტი 19, 2025
მიმდინარე წლის 19 მარტს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა საქართველოს სამეცნიერო და ტექნოლოგიური განვითარების პროცესში ქართული სამეცნიერო დიასპორის ჩართვის საკითხებზე მომუშავე დარგთაშორისი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა და საბჭოს თავმჯდომარემ როინ მეტრეველმა გახსნა.
შემდეგ სიტყვა გადაეცა სწავლულ ექსპერტთა რეესტრის დირექტორს, სოციოლოგიის დოქტორს, საკონსულტაციო საბჭოს აღმასრულებელ მდივანს ზურაბ ჯიბლაძეს.
სხდომაზე განხილულ იქნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს დებულების პროექტი, რაც ერთხმად მოიწონეს საბჭოს წევრებმა, ასევე, განხილულ იქნა უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მეცნიერების და სპეციალისტების საქართველოს სამეცნიერო სივრცეში ჩართვის კონცეფციის პროექტი. ბატონმა ზურაბ ჯიბლაძემ სხდომაზე ასევე წარმოადგინა საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მეცნიერებისა და სპეციალისტების საინფორმაციო ბაზის ვებ-პორტალი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზეა შექმნილი (რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე). სხდომის შედეგები აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა შეაჯამა.
სხდომას ესწრებოდნენ საქართველოს სხვადასხვა სამინისტროების და უწყებების პასუხისმგებელი პირები და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.