
თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის ჯილდო TUBA 2025
- მარტი 21, 2025
თურქეთის მეცნიერებათა აკადემიამ დაიწყო კანდიდატურების მიღება TUBA-ს 2025 წლის აკადემიურ ჯილდოზე.
ჯილდოს გადაცემა ხდება მეცნიერების 3 დარგში: 1. ბაზისური და საინჟინრო მეცნიერებები, 2. ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 3. ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები. ჯილდო გადაეცემათ მეცნიერებს, რომელთაც მნიშვნელოვანი და ინოვაციური წვლილი შეიტანეს შესაბამისი დარგების განვითარებაში.
TUBA-ს აკადემიურ ჯილდოზე კანდიდატურის წარდენა შეუძლიათ როგორც თურქეთის, ასევე სხვა ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთაც ითანამშრომლეს თურქ მეცნიერებთან ან თურქულ სამეცნიერო ორგანიზაციებთან.
გამარჯვებულებს გამოავლენს აკადემიის საბჭო პრიზის პროცედურასა და პრინციპებზე დაყრდნობით.
კანდიდატურის წარდგენა შეგიძლიათ ელ. ფოსტაზე: academy.prizes@tuba.tr 2025 წლის 4 აპრილამდე.
კანდიდატურის წარსადგენი ფორმა და დეტალური ინფორმაცია მოთხოვნების შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებსა და თურქეთის მეცნიერებათა აკადემიის ვებგვერდზე:
https://www.tuba.gov.tr/en/tuba-awards/tuba-academy-prizes/nominations-for-2025-tuba-academy-prizes