
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში
- აპრილი 14, 2025
14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა გია ალიბეგაშვილმა.
ღონისძიებაზე ქართული ენის განვითარებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა ენათმეცნიერს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ავთანდილ არაბულს.
სტატია სრულად