მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის „Springer Nature“-ის სარედაქციო კოლეგიის შეხვედრა

მსოფლიოში ცნობილი გამომცემლობის „Springer Nature“-ის სარედაქციო კოლეგიის შეხვედრა

  • ოქტომბერი 14, 2025

2025 წლის 9-10 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში  ჩატარდა მსოფლიოს წამყვანი გამომცემლობის „Springer Nature“-ის ცნობილი რეიტინგული ჟურნალის „Journal of Mathematical  Sciences  -ის  გაფართოებული სარედაქციო კოლეგიის მესამე ღია სამუშაო შეხვედრა. პირველი შეხვედრა გაიმართა ერევანში, ხოლო მეორე კი ვენაში.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის მიერ. მისი ერთ-ერთი ორგანიზატორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტი ალექსანდრე მესხი.

ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. შეხვედრაზე ასევე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის  მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა გიორგი ჯაფარიძემ. ღონისძიებაზე დამსწრე ქართველმა და უცხოელმა სტუმრებმა განიხილეს როგორც ჟურნალის მიღწევები, ასევე მომავალი გეგმები. სამეცნიერო მოხსენებებით წარსდგნენ: “Journal of Mathematical Sciences”-ის მთავარი რედაქტორი ალექსეი კარაპეტიანცი; „Springer Nature”-ის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე ბირიუკოვი; გამომცემლობის დირექტორი ტატიანა გოლეა და აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ალექსანდრე მესხი.

მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო ჟურნალის სტრატეგიულ განვითარებასა და რეიტინგებს, ასევე  მოწვეული რედაქტორების პროექტული ჯგუფების განვითარებას და თანამედროვე საგამომცემლო საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

ყველა მონაწილეს ჰქონდა  შესაძლებლობა, საკუთარი იდეები გაეზიარებინა კოლეგებისთვის, გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრებები, აგრეთვე წამოიჭრა საინტერესო შეკითხვები და გაიმართა მსჯელობა. ამ ორი დღის განმავლობაში, განსაკუთრებული სესია დაეთმო  სამეცნიერო მოხსენებებს, რათა მოვიზიდოთ აკადემიური სფეროს მკვლევრები და ყურადღება გამახვილდეს თანამედროვე საგამომცემლო საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებზე. წარმოდგენილი იყვნენ  პარტნიორები და მოწვეული ექსპერტები აკადემიური და საგამომცემლო სფეროებიდან.

აღსანიშნავია, რომ „Springer Nature“-ის გამომცემლობის წარმომადგენლებს კონკრეტული შემოთავაზებები აქვთ საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან მომავალ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

https://wetransfer.com/downloads/9354c421a8af220703c7a16b712f950920251009094536/aa62c812af4b226775caf66452dbd37a20251009094714/b40f66