სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – 93

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II – 93

  • იანვარი 4, 2026

უწმიდესო და უნეტარესო,

ცხრა ათეული წელი ისტორიისათვის ერთი ამოსუნთქვაა, პიროვნებისათვის კი მნიშვნელოვანი დროა, ცხოვრების დიდი ეტაპია. მით უმეტეს, როცა საუბარია საყოველთაოდ აღიარებულ, ცოცხალ წმინდანად შერაცხილ, უფლისგან ერის სულიერ მამად გამორჩეულ ადამიანზე. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე ოთხმოცდაცამეტის შესრულდა. 45 წელზე მეტია, იგი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქადაა აღსაყდრებული. ესაა ეკლესიის აღორძინებისათვის სწრაფვაში, ხალხის სამსახურში, მათზე ზრუნვაში, მამულზე ფიქრში, მისი მომავლისათვის შემართებულ ქმედებებში, ხელოვნების სხვადასხვა დარგის განვითარებისათვის ბრძოლაში გატარებული ცხრა ათეულ წელზე მეტი.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რომლის საპატიო წევრიც თქვენ ბრძანდებით, გულითადად გილოცავთ სრულიად საქართველოს ცხოვრებაში ღირშესანიშნავ დღეს – თქვენი დაბადებიდან 93-ე წლისთავს.

განუზომელია თქვენი ღვაწლი საქართველოსა და მისი სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე: თქვენ ჩაიბარეთ თითქმის უმრევლო ეკლესია 50-მდე მოქმედი ტაძრითა და ორმოციოდე სასულიერო პირით. და დღეს თქვენი ბრძნული საჭეთმპყრობელობით საქართველოში მოქმედებს ორმოცამდე ეპარქია, 2000-ზე მეტი ტაძარი, 3000-მდე სასულიერო პირი.

უაღრესად დასაფასებელია თქვენი წვლილი მართლმადიდებელთა ერთობის განმტკიცების საქმეში.

გისურვებთ, მრავალჟამიერ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, გამარჯვებები იყოს თქვენი ცხოვრების მარადიული თანამგზავრი.

მოკრძალებით,

ქრისტესმიერი სიყვარულით,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია