პატრიარქის მილოცვა

პატრიარქის მილოცვა

  • მაისი 12, 2026

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს მეუფე შიოს!

თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ,

ქართული ერის მრავალსაუკუნოვან ისტორიაში საქართველოს ეკლესიას მუდამ განსაკუთრებული მისია ეკისრა – სარწმუნოების, ეროვნული თვითმყოფადობის, სულიერი სიმტკიცისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. აქედან გამომდინარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა არის არა მხოლოდ საეკლესიო, არამედ ეროვნული მნიშვნელობის ინტორიული მოვლენა, რომელსაც განსაკუთრებული იმედითა და უდიდესი პასუხისმგებლობით ეგებება მთელი საზოგადოება.

გვწამს, რომ თქვენი უწმინდესობის მოღვაწეობა, ღირსეულად გააგრძელებს იმ დიდ სულიერ ტრადიციას, რომელმაც საუკუნეთა განმავლობაში გააერთიანა ქართველი ხალხი, ურთიერთთანადგომა და ერთგულება სამშობლოსადმი. მეცნიერებისა და სულიერების ურთიერთთანამშრომლობა ყოველთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ჩვენი ქვეყნის განვითარების საქმეში. ცოდნისა და რწმენის თანაარსებობა იყო ის საფუძველი, რომელზეც იქმნებოდა ქართული კულტურა, მწერლობა, განათლება და ეროვნული ცნობიერება. დარწმუნებული ვართ, რომ თქვენი ღირსეული მსახურება ხელს შეუწყობს ამ მარადიული ფასეულობების კიდევ უფრო განმტკიცებას, საზოგადოებაში მშვიდობის, ურთიერთპატივისცემისა და სულიერი ჰარმონიის დამკვიდრებას.

დღეს, როდესაც მსოფლიო, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეკლესიის გამაერთიანებელი და დამამშვიდებელი ხმა, რომელიც ადამიანებს სიკეთის, სიყვარულისა და თანადგომისკენ მოუწოდებს. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი უწმინდესობის სიბრძნე, ადამიანური სითბო და სულიერი ძალა ღირსეულად გაუძღვება ქართულ ეკლესიასა და ქართველ ერს ამ რთულ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან გზაზე.

ჩვენო პატრიარქო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს, ხანგრძლივ სიცოცხლესა და ღვთის შეწევნას ამ უზარმაზარ საპასუხისმგებლო მსახურებაში.

 

მოკრძალებით, ღრმა პატივისცემით,

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია