სასკოლო მედიცინა – თანამედროვე გამოწვევები და შესაძლო პასუხები

  • ივნისი 29, 2026

მიმდინარე წლის 18 ივნისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა სამედიცინო და ბიოლოგიურ მეცნიერებათა საკოორდინაციო-მეთოდოლოგიური საბჭოს სხდომა თემაზე: „სასკოლო მედიცინის აქტუალური გამოწვევები“. მომხსენებლები იყვნენ: აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ყარამან ფაღავა – „სასკოლო მედიცინა, როგორც გლობალური პრობლემა“  და მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სკოლის ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარე ლიანა სირაძე – „ სასკოლო მედიცინის განვითარების ორგანიზაციული ასპექტები საქართველოში“.

სხდომა შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა რამაზ ხეცურიანმა; ღონისძიებას აკადემიისა და პრეზიდიუმის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ:  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი სასანია და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილი.

როგორც მომხსენებლებმა აღნიშნეს, – სკოლის ასაკის ბავშვთა/მოზარდთა ჯანმრთელობა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მოსახლეობის ჯანმრთელობას შემდგომში. სასკოლო მედიცინის ძირითადი მიზნებია: დაავადებების პრევენცია, მათი ადრეული გამოვლენა, სამედიცინო-პროფილაქტიკური განათლება, ჯანმრთელი ქცევის ფორმირება და ა. შ.

მსოფლიოში ამჟამად სასკოლო მედიცინის ძირითადი პრობლემებია – ცხოვრების წესის ცვლილება (განსაკუთრებით COVID-19-ის პანდემიის შემდეგ), ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება, ქრონიკული დაავადებების გახშირება, ნარკომანიის, ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების ზრდა, სასწავლო მოტივაციის დაქვეითება.

საქართველოში მდგომარეობა  ძირითადად მსოფლიო ტრენდებს შეესაბამება, ამასთანავე აღინიშნება თავისებურებებიც; ესენია – მოზარდების დაბალი ფიზიკური აქტივობა, ისინი ხშირად არასწორედ იკვებებიან, ციფრული ჰიგიენა დაბალია, მშობლებს აქვთ აცრებისადმი უნდობლობა, სკოლებში ფსიქოლოგების დეფიციტია, ფორმალური განათლება ჯანმრთელობის შესახებ, სექსუალურის ჩათვლით, არასაკმარისად ხორციელდება, საზოგადოებაში სასკოლო მედიცინის შესახებ ცნობადობის  დონე დაბალია.

ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის ალიანსის საინიციატივო წინადადებით (2019 წ. დეკემბერი) და ალიანსის წევრების მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტმა განიხილა საკითხი სკოლაში სამედიცინო მომსახურების აუცილებლობის შესახებ. შედეგად მიღებულ იქნა კანონი სკოლაში სავალდებულო სამედიცინო მომსახურების და სამედიცინო კაბინეტის მოწყობის შესახებ (2022 წ.).

განათლების სამინისტროს და ჯანმოს მხარდაჭერით განხორციელდა პილოტური პროექტი, რამდენიმე სკოლაში დაინერგა იმუნური პატრულის ელექტრონული ვერსია სკოლის მოწაფეებისთვის.

მიმდინარეობს საერთაშორისო თანამშრომლობა სკოლის მოწაფეების/მოზარდების ჯანმრთელობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ქცევის კვლევის მიმართულებით, საქართველოს ჯერ-ჯერობით ერთ სამედიცინო უმაღლეს დაწესებულებაში – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში – პედიატრიის ერთ-ერთ დეპარტამენტს შეეცვალა სახელი და დაერქვა ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტი (როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია მიღებული), კურიკულუმშიც შეტანილი იქნა შესაბამისი საკითხები, პერიოდულად მას-მედიის საშუალებით ხორციელდება პუბლიკაციები მოზარდებში/მოწაფეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პრინციპების დანერგვის შესახებ.

სამომავლო პრიორიტეტია – სკოლის სამედიცინო მომსახურების სტანდარტის ადაპტაცია რეალურ სიტუაციასთან ჯანმრთელობის სამინისტროსთან და პარლამენტთან ერთობლივი მუშაობით.

სასკოლო მედიცინის განვითარება ქვეყნის მომავლის შენებაში საუკეთესო ინვესტიციაა.

სხდომის დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: აკადემიკოსებმა დავით მიქელაძემ, ლია მელიქიშვილმა, პროფესორებმა: რამაზ ყურაშვილმა, ბეჟან წინამძღვრიშვილმა. სიტყვით გამოვიდნენ ქალბატონი თამარ მახარაშვილი და ბატონი ირაკლი სასანია.