სამეცნიერო მოხსენება „სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში“

სამეცნიერო მოხსენება „სახელმწიფო საზღვრებთან დაკავშირებული პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში“

  • ივლისი 17, 2026

მიმდინარე წლის 14 ივლისს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს ისტორიკოსთა ეროვნული კომიტეტისა და ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა მორიგი სამეცნიერო სხდომა, რომელზეც მოხსენებით – „ახელმწიფო საზღვრებთან  დაკავშირებული  პრობლემები პოსტსაბჭოთა საქართველოში (კახეთის რეგიონი)“, გამოვიდა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ნათია ჯალაბაძე. ღონისძიება შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა.

როგორც მომხსენებელმა თავის მოხსენებაში აღნიშნა, – საქართველოს საზღვრისპირა რეგიონებს და მის  მოსახლეობას  ქვეყნის უსაფრთხოების  უზრუნველყოფის საქმეში  ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. განსაკუთრებით კი, არატიტულოვანი ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ  საზღვრისპირა რეგიონების შემთხვევაში.

არაქართველი ეთნოსებით კომპაქტურად დასახლებული საქართველოს სასაზღვრო რეგიონები პოტენციური საფრთხის შემცველია. ასეთია კახეთის რეგიონის დაღესტნელებით და აზერბაიჯანელებით დასახელებული  ჩრდილოეთი და სამხრეთი სასაზღრო ზოლი. ჩვენი ქვეყნისათვის ეს  ერთ-ერთი  სენსიტიური რეგიონი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანია როგორც უსაფრთხოების, ისე ეკონომიკური და კულტურული კავშირების თვალსაზრისით.   აქ ისტორიული მემკვიდრეობა, ბუნებრივი პირობები და გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთთან იკვეთება.

მოხსენების დასასრულს გაიმართა დისკუსია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკადემიკოს-მდივანმა  ვლადიმერ პაპავამ, აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა, წევრ-კორესპონდენტმა ელდარ ნადირაძემ, პროფესორებმა გონელი არახამიამ, პაატა სურგულაძემ, პაატა ბუხრაშვილმა, ხელოვნებათმცოდნე, კულტურის პოლიტიკის ექსპერტმა ლია ბუაძემ.