სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- სექტემბერი 5, 2026
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და აზიის მეცნიერებათა აკადემიას შორის სამეცნიერო-ტექნიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის ხელმოწერისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, ჯიღაურას ბაზაზე შეხვედრა გაიმართა, რომელსაც აკადემიკოსი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლები, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და ცენტრის სამეცნიერო ერთეულების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეებს შორის ორმხრივად სასარგებლო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას, მათ შორის, ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, მკვლევრებისა და დოქტორანტების გაცვლას, სამეცნიერო ინფორმაციის, პუბლიკაციებისა და მონაცემების გაზიარებას, ასევე ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებების ორგანიზებას.
სტატია სრულად
