ქიმიკოსთა სამეცნიერო კონფერენცია
- იანვარი 30, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში მიმდინარე წლის 22 და 23 ოქტომბერს ჩატარდა ქიმიკოსთა ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია თემაზე – ბუნებრივი და სინთეზური ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები. კონფერენცია გახსნა მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ.
სამეცნიერო კონფერენციის მიმართულებებია: ორგანული ქიმია, სინთეზი; ფარმაკოლოგია, მედიცინა; ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, ფიტოქიმია; მინერალური ნედლეული; ანალიზი, ტექნოლოგია. კონფერენციის მიზანია მოსმენილ იქნეს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებათა სფეროში წარმოებული სამეცნიერო კვლევები; მოხდეს მათი კოორდინირება, დაისახოს ფარმაკოქიმიის, ორგანული ქიმიის, ფარმაკოლოგიის, მედიცინისა და სხვა მომიჯნავე დარგებში მიღწეული შედეგების ქვეყნისათვის საჭირო საკითხების გამოყენების პერსპექტივები.