შეხვედრა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდთან
- თებერვალი 27, 2019
მიმდინარე წლის 18 თებერვალს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ შეხვედრა გამართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორთან, ბატონ ზვიად გაბისონიასთან და ფონდის სხვა წარმომადგენლებთან. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, წევრ კორესპოდენტი რამაზ ხუროძე და ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი. განიხილეს აკადემიასა და ფონდს შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხები, დასახეს სამომავლო გეგმები და პერსპექტივები.