შვედი მეცნიერის მოხსენება
- აპრილი 24, 2019
ა.წ 19 აპრილს, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების გაფართოებულ სხდომაზე მოხსენებით თემაზე `ტელეგრაფული ტრიგონომეტრიული სისტემა, ფურიეს ინტერპოლაცია და კლეინ-გორდონის განტოლება~ წარსდგა შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტის (სტოკჰოლმი) პროფესორი ჰააკან ჰედენმალმი.
მოხსენებაში გადმოცემული იყო ფურიეს ანალიზის განზოგადება, რაც გამოიხატა ტელეგრაფული ტრიგონომეტრიული სისტემის შემოღებით და ფურიეს ინტეგრალთა თეორიის საპირისპირო თეორიის აგებით. მომხსენებელმა მოიყვანა მიღებული შედეგების გამოყენებები კლეინ-გორდონის განტოლებების, რხევის განტოლებისა და საბაზისო ჰიპერბოლური კერძოწარმოებულებიანი განტოლებების გამოსაკვლევად.
სხდომას, მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების წევრების გარდა, ესწრებოდნენ აღნიშნული თემატიკით დაინტერესებული სპეციალისტები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ა. რაზმაძის მათემატიკისა და მ. ნოდიას გეოფიზიკის ინსტიტუტებიდან.