ინოვაციების და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის სხდომა
- აპრილი 24, 2019
2019 წლის 12 აპრილს განხილული იქნა საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის მაღალტემპერატურული თბოფიზიკური პროცესების სამეცნიერო
ცენტრის ხელმძღვანელის, პროფესორ ნოდარ ქევხიშვილის მოხსენება თემაზე:
„სითბური ენერგიის გენერაცია სათბური გაზების დაბალი ემისიებით მყარი
სათბობის „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში“ წვის ტექნოლოგიის ბაზაზე“.
უნივერსიტეტში დამუშავებული და დაპატენტებული ტექნოლოგიით მომუშავე
საცეცხლე მოწყობილობა უზრუნველყოფს ტყიბული-შაორის საბადოს
წვრილდისპერსიული მყარი სათბობის, ნარჩენი ბიომასისა და სატყეო მეურნეობის
ექსპლუატაციის ნარჩენების ეფექტიან წვას, რაც შეუძლებელი იყო აქამდე
არსებულ დანადგარებში; 2018 წელს დამზადდა 2000 კვტ თბური სიმძლავრის
წვის კამერა. აღნიშნული ტექნოლოგიით მომუშავე საცეცხლე მოწყობილობების
გავრცელება საქართველოში, როგორც იმპორტირებულ ენერგორესურსებზე
ორიენტირებულ ქვეყანაში, საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ განახლებადი
ბიომასისა და წვრილფრაქციული მყარი სათბობის ენერგეტიკული პოტენციალი და
ადგილობრივი ენერგორესურსებით ჩავანაცვლოთ საშეშე მერქნისა და
ძვირადღირებული იმპორტული ბუნებრივი აირის მნიშვნელოვანი რაოდენობა,
რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან ერთად,
ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის დასაშვებ ზღვრებში
შენაჩუნებისა და ხეტყის უსისტემო და უკონტროლო ექსპლუატაციის შედეგად
გამოწევეული მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფის თავიდან აცილების
მნიშვნელოვანი წინაპირობაც იქნება.