საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
- მაისი 28, 2019
2019 წლის 25 მაისს საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურიერთობების ფაკულტეტთან და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის და კრიმინოლოგიის სამეცნიერო – კვლევითი ინსტიტუტთან ერთობლივად საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის და ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების მხარდაჭერით, ჩაატარა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „კრიმინოლოგიის სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობა, მისი ადგილი მეცნიერებათა სისტემაში“, რომელიც მიეძღვნა ფრანგ ექიმ-ანთროპოლოგის პოლ ტოპინარის მიერ ტერმინ „კრიმინოლოგის“ შემოღების 140-ე წლისთავს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებმა, საქართველოს კრიმინოლოგიის მეცნიერებათა აკადემიის წევრებმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის; გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის; სოხუმის სახელმწიფო უინვესიტეტის; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის; თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის; გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის;ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის; თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, წმინდა ანდრიაპირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევარებთან ერთად ამერიკის კრიმინოლოგიის საზოგადოების წევრმა მეცნიერ-მკვლევარებმა.
კონფერენციაზე მოწვეულნი იყვნენ: საქარველოს ხელისუფლების, დიპლომატიური მისიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.