16 ივლისის პრეზიდიუმის დადგენილება

16 ივლისის პრეზიდიუმის დადგენილება

  • ივლისი 23, 2019

საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული ტექნოლო­გიების  განყოფილებაში საქართვე­ლოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) არჩევის  შესახებ

პრეზიდიუმი ადგენს:

  1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საინჟინრო მეცნიერე­ბათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილებაში აკადემიკოსობის კან­დიდატის შერჩე­ვას­თან დაკავშირებით გათვალისწინებულ იქნეს აკადემიკოს როინ მეტრეველის წინადა­დება და დამტკიცდეს საექსპერტო კომისია შემდეგი შემადგენ­ლობით:

– აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილი (თავმჯდომარე)

– აკადემიკოსი  თამაზ შილაკაძე

– აკადემიკოსი  გოჩა ჩოგოვაძე

– აკადემიკოსი  ლევან ჯაფარიძე

  1. აკადემიკოსობის კანდიდატთა მოხსენებების მოსმენა სამეცნიერო მოღვა­წეობის შესახებ გაიმართოს 2019 წლის 11 სექტემბერს.
  2. საინჟინრო მეცნიერე­ბათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფი­ლებაში აკადემიკოსობის კანდიდატის შესარჩევად ჩატარდეს საერთო კრება 2019 წლის 17 სექტემბერს.
  3. აკადემიკოსობის კანდიდატის შერჩევის პროცესზე ხელმძღვანელობა დაევა­ლოს აკა­დე­მიკოს ელგუჯა მეძმარიაშვილს და განყოფილების სწავლულ მდივანს ნელი კილასონიას.
  4. აკადემიკოსობის კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით დამტკიცდეს საინჟინრო მეცნიერე­ბათა და ინფორმაციული ტექნოლოგიების განყოფილების საერთო კრებაზე აკადე­მიკოსთა სიითი შემადგენლობა:

– აკად. ელგუჯა მეძმარიაშვილი

– აკად. თამაზ ნატრიაშვილი

– აკად. არჩილ ფრანგიშვილი

– აკად. თამაზ შილაკაძე

– აკად. გოჩა ჩოგოვაძე

– აკად. ლევან ჯაფარიძე

სიითი შემადგენლობა განისაზღვროს 6 აკადემიკოსით.

  1. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) ასარჩევად მოწვეულ იქნეს საერთო კრება 2019 წლის 20 სექტემბერს.

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი

აკადემიკოსი  გ. კვესიტაძე