აკადემიკოს ლაურ მანაგაძის 75 წლის იუბილე
- ნოემბერი 13, 2019
მიმდინარე წლის 1 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, შედგა აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის 75 წლისთავისადმი მიძღვნილი სხდომა, რომელიც გახსნა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ. მოხსნება თემაზე „ლავრენტი მანაგაძე და ქართული უროლოგიის რენესანსი“ გააკეთა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან ასრებული „საქართველოში მედიცინის აქტუალური საკითხების შემსწავლელი კომისიის“ თავმჯდომარემ, პროფესორმა არჩილ ჩხოტუამ. სხდომაზე სიტყვით გამოვიდნენ: კონსტანტინე ყიფიანი – ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეიმურაზ ჩიგოგიძე – ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი, დავით ქოჩიაშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უროლოგიის კათედრის პროფესორი, რამაზ ხეცურიანი – აკადემიკოსი, ნინო თურმანიძე – უროლოგიის ეროვნული ცენტრის დიაგნოსტიკის სამსახურის ხემძღვანელი.
სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს აკადემიკოს მანაგაძის წარუშლელ კვალს, რომელიც მან დატოვა ქართული მეცნიერების, უროლოგიისა და ზოგადად, სამედიცინო სკოლის განვითარების საქმეში.
საღამოს ბოლოს, შედგა დოკუმენტური ფილმის ჩვენება აკადემიკოს ლავრენტი მანაგაძის შესახებ.