14 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ენათმეცნიერებსა და პედაგოგებს, რომელთაც გამორჩეული წვლილი მიუძღვით ქართული ენის შენარჩუნება-განვითარების საქმეში, საპატიო ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა და ქართული ენის დღე მიულოცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა და […]
გაგრძელება