შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების (BSEC) მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების პირველი შეხვედრა
- თებერვალი 20, 2024
შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში, 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს PABSEC-ის თავჯდომარის მოადგილემ, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფატიხ დონეზმა, გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ მერვე საფა კავაკჩიმ და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების და შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის დელეგაციებმა.
შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია პრეზიდენტ როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით და ვიცე-პრეზიდენტ რამაზ ხუროძის მონაწილეობით. მოსმენილ იქნა მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელთა ვრცელი ინფორმაცია მათი ქვეყნების ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თაობაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, აქტივიზაციის ერთობლივი მრავალმხრივი ინოვაციური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების კვლევითი ცენტრების, ციფრული განათლების ფორმატების დანერგვის, მონაცემთა ბაზებთან თავისუფალი წვდომის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მონაწილე ქვეყნების აკადემიებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, გაერთიანებული ძალისხმევით, ეფექტურად გადაიჭრას თანამედროვე მძაფრი გამოწვევებით განპირობებული, პრობლემებზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსური ამოცანები.
ფორუმის გახსნაზე და მიმდინარეობისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა მან საზოგადოებას გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფუნქციებისა და მოვალეობების სრული სპექტრი და დაადასტურა BSEC-ის წევრი ქვეყნების წამყვან კვლევით და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მზაობა, რეგიონის წინაშე მდგარი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით.
ფორუმის მონაწილეთა შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია პარტრიონული ურთიერთობის აქტიურად წარმართვის მიზნით თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ქსელების ეფექტურად გამოყენების თაობაზე.
BSEC-ის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების შემდეგი შეხვედრა ასეთ ფორმატში, 2025 წელს თურქეთში, სტამბოლის უნივერსიტეტისა და BSUN-ის პატრონაჟით გაიმართება.
შეხვედრის კომუნიკე გამოქვეყნდება.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის, აკადემიკოს როინ მეტრეველის გამოსვლის ტექსტი.