აკადემიის წევრების საზეიმო დაჯილდოვება

აკადემიის წევრების საზეიმო დაჯილდოვება

  • ივლისი 22, 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართული საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ორდღიანი სამეცნიერო კონფერენცია მკვლევართა საზეიმო დაჯილდოების ცერემონიით დასრულდა.
აკადემიკოსები, პროფესორები და მეცნიერ-თანამშრომლები ქართული მეცნიერების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილის, მრავალწლიანი ნაყოფიერი საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისა და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში გაწეული ღვაწლისთვის დაჯილდოვდნენ.