ოტორინოლარინგოლოგთა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია
- დეკემბერი 13, 2019
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 26-27 ნოემბერს ჩატარდა სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის და მეცნიერებათა აკადემიის მიერ ორგანიზებული კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ოტორინოლარინგოლოგიისა და აუდიოლოგიის ფუძემდებლის, აკადემიკოს სიმონ ხეჩინაშვილის დაბადებიდან 100 წლისთავს.
ხსენებული ღონისძიება აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის ინიცირებით და ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრის დასასწყისში ადგილი დაეთმო მოგონებებს. მათგან დომინანტური იყო აკადემიკოს ზურაბ ქევანიშვილის გამოსვლა, რომელიც მიეძღვნა სიმონ ხეჩინაშვილის ხსოვნას. პარალალურად ნაჩვენები იქნა ფოტო კოლაჟი, რომელიც ასახავდა სიმონ ხეჩინაშვილის პიროვნებას, მის პროფესიულ საქმიანობას და საერთაშორისო აქტივობას. კონფერენციის სამეცნიერო ნაწილში საერთო ჯამში გაკეთდა 20 მოხსენება და პრეზენტაცია. საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა და აუდიოლოგთა გარდა, მოხსენებები გაკეთდა გერმანიის, ისრაელის, უკრაინის, რუსეთის მოწვეულ წარმომადგენელთა მიერ.