მემორანდუმი ჩინეთის გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციასთან
- დეკემბერი 16, 2019
მიმდინარე წლის 16 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ჩინეთის რესპუბლიკის გუანდუნის პროვინციიდან ესტუმრა დელეგაცია 7 მეცნიერის შემადგენლობით. ჩინელი მეცნიერები ჩამოვიდნენ გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოცოაციიდან, ბატონი ჟენგ კინგშუნის (Zheng Qingshun) ხელმძღვანელობით, რათა უკეთ გასცნობოდნენ ქართველ მეცნიერებს და მათ მიღწევებს.
ვიზიტის მიზანია ურთიერთობის გაღრმავება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და გუანდუნის პროვიანციას შორის მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, ეკონომიკასა და ვაჭრობაში.
შეხვედრის ბოლოს, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გუანდუნის პროვინციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ასოციაციასა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას შორის.