სამეცნიერო სემინარი მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილებაში
- დეკემბერი 21, 2019
მიმდინარე წლის 20 დეკემბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ჩატარდა მათემატიკისა და ფიზიკის განყოფილების სემინარი. მოხსენება თემაზე „მაგნიტური ტურბულენტობა ადრეული სამყაროდან გვიანდელ ვარსკვლავებამდე“ წაიკითხა აქსელ ბრანდერბურგმა (თეორიული ფიზიკის სტოკჰოლმის საერთაშორისო ცენტრი „NORDITA“, შვედეთის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი). თავის მოხსენებაში პროფესორმა ა. ბრანდერბურგმა განიხილა სტოქასტური ფონური გამოსხივების სპექტრალური და პოლარიზაციული მახასიათებლების ანალიზის საშუალებით ადრეულ სამყაროში არსებული ზეძლიერი მაგნიტური ველების კვალის დამზერის შესაძლებლობა.
სემინარის მუშაობაში, განყოფილების წევრების გარდა, მონაწილეობა მიიღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.