საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის განცხადება
- იანვარი 22, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს ვაკანსიებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) ასარჩევად შემდეგ სპეციალობებში:
სპეციალობა | ვაკანსია |
საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილება | |
ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა | 1 |
ფილოსოფია, პოლიტოლოგია | 1 |
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილება | |
გეოლოგია | 1 |
საინჟინრო მეცნიერებათა და ინფორმაციული
ტექნოლოგიების განყოფილება |
|
მართვის ინფორმაციული ტექნოლოგიები | 1 |
სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა განყოფილება | |
ტყის განახლება და ეკოლოგია | 1 |
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება აირჩეს საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელსაც საერთაშორისო დონის წვლილი აქვს შეტანილი მეცნიერების განვითარებაში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრობის (აკადემიკოსობის) კანდიდატთა წამოყენების უფლება აქვთ: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, სამეცნიერო დაწესებულებებს, სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებსა და სამეცნიერო საზოგადოებებს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსობის კანდიდატთა მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი საბუთები (ორ ეგზემპლარად): სამეცნიერო საბჭოს, აკადემიის წევრის (წევრების) წარდგინება სათანადო დასაბუთებით, დამოწმებული წარმდგენის ხელმოწერითა და იმ დაწესებულების ბეჭდით, სადაც იგი მუშაობს, კანდიდატის ავტობიოგრაფია, ფოტო 4/6, სამეცნიერო ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი, მონაცემები შრომითი და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ (CV), ძირითადი სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (საერთაშორისო ჟურნალებში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები აღინიშნება ვარსკვლავით), დარგის სპეციალისტის მიერ კანდიდატის სამეცნიერო მოღვაწეობის შეფასება (დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე, საჭიროების შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
კანდიდატის პირადობის მოწმობის ასლი, ცნობა სამუშაო ადგილიდან საქართველოში მისი მოღვაწეობის დასადასტურებლად.
საბუთები კანდიდატთა რეგისტრაციისათვის იგზავნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. განცხადებები მიიღება 2020 წლის 11 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: რუსთაველის გამზ., 52, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია (კადრების სამმართველო, IV სართული, ოთახი 409, ტელ. 2 93-29-86). საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 11-დან 17 საათამდე.
აღნიშნული განცხადება და კანდიდატის მონაცემები (CV) განთავსდება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვებგვერდზე (www. science. org.ge), რისთვისაც წარმოდგენილ უნდა იქნეს CV-ის ელექტრონული ვერსიაც.
შენიშვნა: დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კადრების სამმართველოში.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი რამაზ ხუროძე