ეკოლოგიური უსაფრთხოების კომისიის სხდომა
- იანვარი 25, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ეკოლოგიის უსაფრთხოების კომისიის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აგრომეტეოროლოგიის განყოფილების უფროსის, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორის გიზო გოგიჩაიშვილის მოხსენება „ნიადაგის ქარისმიერი ეროზიის პროგნოზირება გარე კახეთსა და შირაქში“.
აღნიშნული სამუშაო ჩატარდა UNDP-ის პროექტის „საქართველოს მეოთხე ეროვნული შეტყობინება გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ“ ფარგლებში.
საქართველოში ქარისმიერ ეროზიულ მოვლენებს საკმაოდ ფართე გავრცელება აქვს და მოიცავს გარე კახეთს, შირაქს, ნაწილობრივ შიდა ქართლს და სავარაუდოდ ჯავახეთის რეგიონს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული შავმიწა ნიადაგების არეალები, რომლის სივრცობრივი განაწილება დასაზუსტებელია).
მოხსენებაში განხილული იქნა ქარისმიერი ეროზიის გავრცელების არეალები დედამიწაზე და მისი პროგნოზირების მეთოდები. ჩვენს შემთხვევაში აღნიშნული პროცესის შესწავლისათვის გამოყენებული იქნა ამერიკული მეთოდოლოგია -“ქარისმიერი ეროზიის განტოლება” (WEQ – Wind Erosion Equation). მოხსენებაში განხილული იქნა ქარისმიერი ეროზიის გამომწვევი ცალკეული ფაქტორები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მცენარეულობის ფაქტორი. აღნიშნული ფაქტორის ქარისმიერი ეროზია ძალიან მგძნობიარეა მცენარეული საფარის მიმართ, რადგან მცენარეულობა გავლენას ახდენს ქარის მიწისპირა სიჩქარეზე. ქარისმიერი ეროზიის განვითარების შეფასებისას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარეული პარამეტრების – სიმაღლის და პროექციული დაფარულობის, ან ფოთლის ფართობის ინდექსის ცოდნას. ზოგადად მონაცემები მცენარეთა სიმაღლესა და მათი დგომის სიმჭიდროვეზე ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის. მცენარეული საფარის საკითხის შესწავლი¬სთვის გამოყენებული იქნა დისტანციური ზონდირების მონაცემები, რომლის საფუძველზეც განსაზღვრული იქნა NDVI და ფოთლის ფართობის ინდექსები (LAI).
სადაც – LAI მცენარის ფოთლის ინდექსია, NDVI კი ნორმალიზებული სხვაობის მცენარეულობის სავეგეტაციო ინდექსი.
კვლევის შედეგად შედგა გარე კახეთის და შირაქის ქარისმიერი ეროზიისაგან ნიადაგის დანაკარგის რუკა. აღნიშნული რუკა წარმოადგენს ქარისმიერი ეროზიის პროგნოზირების რუკის შედგენის პირველ ცდას საქართველოში.