შეხვედრა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან
- იანვარი 29, 2020
27 იანვარს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ეწვია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ქალბატონი ნუნუ მიცკევიჩი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები. შეხვედრის დროს განიხილეს ქვეყანაში მეცნიერების ახლანდელი მდგომარეობის და მისი განვითარების პერსპექტივები. განხილულ იქნა საბიუჯეტო სამეცნიერო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების სამეცნიერო ანგარიშების ექსპერტიზის საკითხები. დაისახა ამოცანა, რომ სამეცნიერო პროექტების განხილვა ჩატარდეს აგრეთვე მათ დამტკიცებამდე. შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი იყო საქათველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლის იუბილისათვის მზადება. გამოითქვა სურვილი და მზადყოფნა ასეთი შეხვედრების პერიოდულად, თვეში ერთხელ ჩატარებაზე.