ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართულიტვ-სთან
- ივლისი 13, 2020
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში 2020 წლის 13 ივლისს შედგა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა „ქართულიტვ-სთან“. ღონისძიებას ესწრებოდნენ: პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე, „ქართულიტვ-ს“ დირექტორი გუბაზ მეგრელიძე, დირექტორის მოადგილე მანანა იმედაძე და აკადემიის უცხოეთთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ზინა ჯორბენაძე.
ხელმოწერის ცერემონიალი მისასალმებელი სიტყვებით გახსნეს აკადემიის პრეზიდენტმა გიორგი კვესიტაძემ და „ქართულიტვ-ს“ დირექტორმა გუბაზ მეგრელიძემ.
მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი სამეცნიერო გადაცემების მომზადებას, სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, სხვადასხვა ღონისძიებების მათ შორის, – აკადემიის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილეს გაშუქებას. ასევე, შესაძლებელია მხარეებმა ერთობლივად განახორციელონ საჯარო ლექციებისა და კონფერენციების ჩატარება.
მემორანდუმი ხელმოწერილ იქნა ხუთი წლის ვადით; აკადემიის მხიდან ხელს აწერს პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, ხოლო „ქართულიტვ-ს“ მხრიდან დირექტორი გუბაზ მეგრელიძე.