კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

კონკურსი გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად

  • ოქტომბერი 4, 2020

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია აცხადებს კონკურსს გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების მოსაპოვებლად:

  • ანდრია რაზმაძის სახელობის პრემია – მათემატიკის დარგში                   
  • ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის პრემია  – გეოლოგიის დარგში
  • თინათინ წერეთლის სახელობის პრემია  – სამართალ­მცოდნეობის დარგში

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს თვალსაჩინო თეორი­ული ან პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერული ნაშრომი, რომელიც საქარ­თველოს სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში, უმაღლეს სასწავ­ლებლებში, სხვა სამეცნიერო დაწესებულებებში ავტორთა ჯგუფის ან ცალკეულ პირთა მიერ არის შესრულებული.

კოლექტიურ ნაშრომში პრემია მიეცემა იმ ავტორებს, რომელთაც რეკომენდაციას გაუწევს წარმომდგენი ორგანიზაცია.

პრემიის გაყოფა ორ ან მეტ მაძიებელს შორის სხვადასხვა ნაშრომისათვის დაუ­შვებელია.

პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს ნაშრომი, რო­მე­ლიც  გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, მაგრამ არაუგვიანეს ექვსი თვისა განცხადების გამოქვეყნებამდე.

ნაშრომი, რომელსაც უკვე მიენიჭა სახელმწიფო პრემია ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ამ კონსკურსში არ მიიღება.

ერთსა და იმავე პირს ერთი და იგივე პრემია განმეორებით არ მიეცემა.

იმ ორგანიზაციებმა ან ცალკეულმა პირებმა, რომლებიც საქართველოს მეცნი­ერებათა ეროვნულ აკადემიაში პრემიის მოსა­პო­ვებლად წამოაყენებენ კანდიდატს, უნდა მიუთითონ პრემიის დასახელება.

კონკურსში მონაწილემ საჭიროა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა) საკონკურსო სამეცნიერო ნაშრომი სამ ცალად;

ბ) დასაბუთებული წარდგინება, რომელიც შეიცავს ნაშრომის მეცნიერულ დახა­სი­ათებას, მის თეორიულ ან პრაქტიკულ მნიშვნელობას მეცნიერე­ბისა და ტექნოლოგიების განვითარებისათვის;

(ნაშრომი პრემიის მოსაპოვებლად შეიძლება წარმოდგენილ იქნეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების, უმაღლესი სასწავლებლების, სამეცნიერო საზო­გადოებების, სამეცნიერო ცენტრების ან შესაბამისი დარგის წამყვან მეცნიერთა და სპეციალისტთა მიერ).

გ) მონაცემები ავტორის შესახებ (საანკეტო მონაცემები CV); ძირითად სამეცნი­ერო შრომათა და გამოგონებათა ნუსხა;

დ) წარმომდგენის დასტური იმის შესახებ, რომ კონკურსზე წარმოდგენილ ნაშრომს ადრე არ ჰქონია მინიჭებული პრემია.

ე) საკონკურსო დოკუმენტაციის ელექტრონული ვერსია.

მასალები პრემიის მოსაპოვებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს 2020 წლის 9 ოქტომბრის ჩათვლით   შემდეგ მისამართზე: თბილისი, რუსთაველის გამზ. N 52, ოთახი 320.

დამატებითი ცნობებისათვის დარეკეთ ტელ: 2-99-00-52

 

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია