ეროვნული პრემიის ლაურეატები
- იანვარი 29, 2021
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი თინათინ სადუნიშვილი და პროფესორი გია ხატისაშვილი დაჯილდოვდნენ საქართველოს 2020 წლის ეროვნული პრემიით და მიენიჭათ ლაურეტის წოდება ნაშრომისათვის:
Biochemical Mechanisms of Detoxification in Higher Plants – Basis of Phytoremediation“, Springer-Verlag Berlin Heidelberg, 2006 (დეტოქსიკაციის ბიოქიმიური მექანიზმები უმაღლეს მცენარეებში, ფიტორემედიაციის საფუძველი)
საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 დეკემბრის განკარგულება # 21/12/01.
წიგნის მოკლე ანოტაცია
მცენარეები მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამრეწველო საქმიანობის ტოქსიკური ეფექტებისაგან ბიოსფეროს გასუფთავებაში. ამ წიგნში ნაჩვენებია, თუ როგორ შეიძლება მცენარეებში ქსენობიოტიკების (უცხოური, ხშირად ტოქსიკური ნივთიერებების) მეტაბოლიზმის გამოკვლევების სისტემატურმა გამოყენებამ მნიშვნელოვნი წვლილი შიტანოს პლანეტის სიჯანსაღისთვის. ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების შედეგად მიღებული ღრმა ფიზიოლოგიური ცოდნა წარმოაჩენს დიდ განსხვავებებს სხვადასხვა მცენარეთა დეტოქსიკაციის უნარს შორის განსხვავებული ქიმიური ბუნების ნაერთებისთვის. ამრიგად, მცენარეთა განაშენიანება შეიძლება ბევრად უფრო სისტემურად მოერგოს რეალურ გარემოსდაცვით საჭიროებებს, ვიდრე ეს ამჟამად ხდება.
მცენარეთა ფუნდამენტური ფიზიოლოგია და ბიოქიმია მოლეკულური დონიდან მთელ მცენარეებამდე და ეკოსისტემებში ერთმანეთთან მძლავრად და ბუნებრივად არის გადაჯაჭვული და უნიკალურად განსაზღვრავს ეკოლოგიურ ბალანსს.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულება