აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

  • თებერვალი 1, 2021

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს ავთანდილ კორახაშვილის მიერ მომზადდა და საზღვარგარეთ გამოიცა ქართულ ენაზე აგროტექნოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი, რომლის თანაავტორები არიან  ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ალექსანდრე მეგრელიძე და ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი გივი წილოსანი.

ლექსიკონში 452 გვერდზე მოცემულია აგრონომიული, საინჟინრო, აგროქიმიური, ნიადაგური და მცენარეთა დაცვის ტერმინთა განმარტებები, მათი სინონიმები. ლექსიკონის რედაქტორები არიან:  საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ზაურ ჩანქსელიანი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფ. შაქრო ყანჩაველი და სოფლის მეურნეობის აკადემიური დოქტორი გიორგი ღამბაშიძე.

ლექსიკონი დაისტამბა ქ. მოსკოვში. შპს «ნაუჩტექლიტიზდატი»-ში 2020 წელს.

ISBN  978-5-93728-114-2