Balzan-ის პრიზები 2021

Balzan-ის პრიზები 2021

  • თებერვალი 26, 2021

პრიზების გადაცემა მოხდება შემდეგ სფეროებში:

  • ჰოლოკოსტისა და გენოციდის კვლევები
  • უძველესი ახლო აღმოსავლეთის ხელოვნება და არქეოლოგია
  • მიკრობიომა ჯანმრთელობასა და ავადმყოფობაში
  • გრავიტაცია: ფიზიკური და ასტროფიზიკური ასპექტები

თითოეული პრიზის ფულადი ჯილდო შეადგენს 750 000 შვეიცარულ ფრანკს.

საპრიზო თანხის ნახევარი გადაეცემა გამარჯვებულს მისი ნამუშევრისათვის, ხოლო მეორე ნახევარი მოხმარდება კვლევით პროექტს, რომელიც წარმოებული იქნება გამარჯვებულის მიერ და მასში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა მკვლევრები ან კვლევითი ჯგუფები. პრიზზე განაცხადის მიღება მოხდება გენერალური საპრიზო კომიტეტის მიერ.

ყველა კანდიდატს მიეცემა ზუსტი ინსტრუქცია.

Balzan-ის პრიზის გენერალური კომიტეტი განიხილავს კანდიდატურებს, რომელსაც ხელი უნდა მოაწეეროს წარმდგენმა კონფიდენციალობის და პირადი მონაცემების მკაცრი დაცვის პირობით. იგივე კონფიდენციალობა იქნება საჭირო თავად კანდიდატისგანაც.

კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს საერთაშორისო დონის პრესტიჟული სამეცნიერო და კულტურული ინსიტუციის მიერ. თვით წარდგენა არ შეიძლება. კანდიდატურის წარდგენა უნდა მოხდეს 2021 წლის 15 მარტამდე და უნდა მოიცავდეს:

  • კანდიდატურის წარდგენის დასაბუთებას (ინგლისურად, გერმანულად, ფრანგულად ან იტალიურად), მათ შორის, მოხსენიებული უნდა ჰქონდეს მნიშვნელოვანი გამოცემები;
  • სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან კანდიდატებს, ბიბლიოგრაფია, მათ შორის ზემოთ აღნიშნული გამოცემები, გამომქვეყნებელთა მისამართები და წელი, ასევე ორიგინალი სათაურების თარგმანები დამატებით, ნათარგმნი უნდა იყოს სხვა ენებზე.
  • 10-დან 20-მდე მნიშვნელოვანი გამოცემის (სრული ბიბლიოგრაფიული ციტირებით) სია მეცნიერებათა კანდიდატებისათვის.
  • რეზიუმე, რომელშიც ნაჩვენები იქნება მიმდინარე პოზიცია, მთავარი აკადემიური საქმიანობა, დაბადების ადგილი და თარიღი, ეროვნება, მოქალაქეობა და საცხოვრებელი ადგილი;
  • ბოლო დროს გადაღებული ფოტოსურათი (მაღალი ხარისხის, ელ.ფოსტით მისამართზე: balzan@balzan.it ) საავტორო უფლებების მითითებით, თუ შესაძლებელია;

პრიზის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული: www.balzan.org