ნომინაციები TUBA 2021-ის აკადემიურ პრიზზე

ნომინაციები TUBA 2021-ის აკადემიურ პრიზზე

  • აპრილი 19, 2021

ჯილდოს გადაცემა ხდება მეცნიერების 3 დარგში: 1. ბაზისური და საინჟინრო მეცნიერებები, 2. ჯანდაცვისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, 3. ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებები. ყოველ წლიურად ერთი პრიზი გადაეცემა თურქეთთან დაკავშირებულ მეცნიერს, იგულისხმება, ვინც მუშაობს ან სწავლობს თურქეთში. წელს ეს პრიზი გადაეცემა ჰუმანიტარული და საზოგადოებრივი მეცნიერებების წარმომადგენელს.

Tuba-ს პრიზი გადაეცემათ წამყვან, გამორჩეულ და მართლაც დამსახურებულ ინდივიდებს შესაბამისი სფეროებიდან. კანდიდატურების წარდგენა შეუძლიათ TUBA-ს წევრებს, აკადემიებსა და აკადემიათშორის ორგანიზაციებს, რომელთანაც თანამშრომლობს TUBA. თავად TUBA-ს წევრებსა და ორგანიზატორებს არ შეუძლიათ კანდიდატურის წარდგენა.

კანდიდატების შერჩევა ხდება შესაბამისი კომიტეტის მიერ თითოეულ კატეგორიაში. კომიტეტი დაკომპლექტებულია TUBA-ს წევრი და გამოჩენილი მეცნიერებისაგან. შერჩევის პროცესი ითვალისწინებს რეცენზირებას და სათანადო ლაურეატების შერჩევას. პრიზი მოიცავს მედალსა და 30.000 აშშ დოლარის ოდენობის ფულად ჯილდოს.

დამატებითი ინფრომაციისათვის იხილეთ ბმული: http://tuba.gov.tr/en/news/about-academy/nomination-process-for-2021-tuba-academy-prizes-started

კანდიდატური წარდგენა შესაძლებელია 2021 წლის 21 მაისამდე.

აკადემიას შეუძლია წარადგინოს 3 მოწინავე კანდიდატი თითოეული კატეგორიისათვის.

კანდიდატურის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით – academy.prizes@tuba.gov.tr

 

Information Leaflet

Nomination Form

Poster of Prize

TUBA President’s Letter