საქართველოს მეცნიერება – მეცნიერებათა აკადემიის 80 წლისთავზე
- მაისი 5, 2021
სულ ახლახანს გამოიცა წიგნი – ნარკვევი, რომლის ავტორები არიან – აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე და ვიცე-პრეზიდენტი აკადემიკოსი როინ მეტრეველი. ნარკვევში განხილულია ქართული მეცნიერების საწყისები, უმაღლესი განათლების კერების დაარსება და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შექმნა და განვითარება. ყურადღება გამახვილებულია იმ სამეცნიერო სკოლების (მათემატიკის, ფიზიკის, ფიზიოლოგიის, ფსიქოლოგიის, აღმოსავლეთმცოდნეობის, ქართველოლოგიის, ქიმიის, ბიოლოგიის, მედიცინის, აგრარული, დედამიწის შემსწავლელი და ტექნიკური დარგები) კვლევების შედეგებზე, რომლებმაც საერთაშორისო მასშტაბით მოიპოვეს აღიარება.
წიგნი ეძღვნება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 80 წლისთავს, მისი რედაქტორები არიან: გონელი არახამია და სპარტაკ ქობულია.
ნარკვევი ხელმისაწვდომია ფართო საზოგადოებისათვის.