პროექტი „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
- მაისი 25, 2021
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, #47, 26,12,2007, მუხ. 402) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
- მე-4 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს „დ1“ და „ე1“ ქვეპუნქტები:
დ1) უფლებამოსილია გახდეს საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების წევრი; დაამყაროს კავშირები მსოფლიოს წამყვან მეცნიერებთან და სამეცნიერო ცენტრებთან; აგრეთვე, ჰყავდეს უირიდიული პირები ასოცირებულ წევრებად, რომელთა უფლება-მოვალებები განისაზღვრება აკადემიის წესდებით.
,,ე1. ახორციელებს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მინიჭებას საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით.“
- მე-4 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-2 პუნქტის ვ1) ქვე პუნქტი
- მე-5 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-3 პუნქტი.
- მე-6 მუხლის პირველი პუნქტი, მეორე პუნქტის „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
აკადემიის მართვის უმაღლესი ორგანოა აკადემიის საერთო კრება, რომლის მუშაობაში ხმის უფლებით მონაწილეობენ აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები, ხოლო სათათბირო ხმის უფლებით − საპატიო აკადემიკოსები, საქართველოში მყოფი აკადემიის უცხოელი წევრები.
„გ. ამ კანონითა და აკადემიის წესდებით განსაზღვრული წესით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით, ხუთი წლის ვადით ირჩევს აკადემიის პრეზიდენტს, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებს, აკადემიის აკადემიკოს-მდივანს, აკადემიის სამეცნიერო განყოფილებათა (შემდგომ − განყოფილება) აკადემიკოს-მდივნებსა და აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებს, ფარული კენჭისყრით;“
,,ვ. ირჩევს აკადემიის ნამდვილ წევრებს (აკადემიკოსებს), წევრ-კორესპონდენტებს, საპატიო აკადემიკოსებსა და აკადემიის უცხოელ წევრებს“.
- მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აკადემიის პრეზიდიუმი შედგება აკადემიის პრეზიდენტისაგან, აკადემიის ვიცე-პრეზიდენტებისაგან, აკადემიის აკადემიკოს-მდივნისაგან, განყოფილებათა აკადემიკოს-მდივნებისაგან და აკადემიის წესდებით გათვალისწინებული აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრებისაგან. აკადემიის პრეზიდიუმის სხვა წევრთა რაოდენობა განისაზღვრება აკადემიის წესდებით.“
- მე-8 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება, აგრეთვე მე-8 მუხლს დაემატოს მე-3 პუნქტი:
ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
,,2.აკადემიის პრეზიდენტს აკადემიის ნამდვილი წევრებისაგან (აკადემიკოსებისაგან) ირჩევს აკადემიის საერთო კრება 5 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით“.
„3. აკადემიის პრეზიდენტის თანამდებობა არის ადმინისტრაციული თანამდებობა.“
- მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ მუხლი 9. აკადემიის სტრუქტურა
„1. აკადემიის სტრუქტურას განსაზღვრავს აკადემიის პრეზიდიუმი და ამტკიცებს აკადემიის საერთო კრება.
- აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიის ნამდვილ წევრებსა (აკადემიკოსებს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტებს. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი.
- 21. აკადემიასთან შესაძლებელია დაფუძნდეს სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვ.) საჯარო სამართლის იურიდიული პირი საქართველოს მთავრობის შესაბამისის დადგენილებით ან/და სტრუქტურული ერთეულის ფორმით.
- განყოფილებების, აკადემიის სხვა სტრუქტურული ერთეულებისა და აკადემიასთან დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების უფლებამოსილებანი, აგრეთვე, მათი ხელმძღვანელების არჩევის, დანიშვნის წესი და სხვა საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია აკადემიის ფუნქციონირებასთან განისაზღვრება აკადემიის წესდებით.“
8. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. აკადემიის ნამდვილი წევრები (აკადემიკოსები) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- აკადემიის ნამდვილი წევრების (აკადემიკოსების) საერთო რაოდენობა სამოცდაათს არ უნდა აღემატებოდეს. ხოლო, აკადემიის წევრ-კორესპონდენტთა რაოდენობა ოცდახუთს.
- აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელმაც საერთაშორისო დონის წვლილი შეიტანა მეცნიერების განვითარებაში.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, საქართველოში მოღვაწე, მაღალი სამეცნიერო ავტორიტეტის მქონე მეცნიერი, რომელმაც მეცნიერებას დიდმნიშვნელოვანი შრომები შესძინა.
- საპატიო აკადემიკოსად შეიძლება არჩეულ იქნას საქართველოს მოქალაქე, საყოველთაოდ აღიარებული მოღვაწე, რომელსაც დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს მეცნიერების ან/და კულტურის განვითარებაში.
- აკადემიის უცხოელ წევრად შეიძლება არჩეულ იქნას გამოჩენილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე − უცხო ქვეყნის მოქალაქე.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტის აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსად) არჩევის შემთხვევაში, მას ავტომატურად უწყდება წევრ-კორესპონდენტის სტატუსი“.
9. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსისა და აკადემიის უცხოელი წევრის არჩევა
აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის), აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, საპატიო აკადემიკოსის, აკადემიის უცხოელი წევრისა და აკადემიის სტიპენდიატის არჩევის წესი განისაზღვრება აკადემიის წესდებით.“
10.მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 12. აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის ანაზღაურება
- აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1600 ლარის ოდენობით.
- აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ენიშნება ანაზღაურება მთელი სიცოცხლის განმავლობაში თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით.
- ამ მუხლის პირველი−მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურებისათვის საჭირო თანხები საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გაიცემა.
- აკადემიის ნამდვილ წევრს (აკადემიკოსს) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტს ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება შეუწყდებათ საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლის ან საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შემთხვევაში.
- ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ანაზღაურება არის აკადემიის ნამდვილი წევრის (აკადემიკოსის) და აკადემიის წევრ-კორესპონდენტის სამეცნიერო სტატუსების შესაბამისი ანაზღაურება.
- მე-13 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. თუ „მეცნიერების, ტექნოლოგიების და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით განსაზღვრული სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) ჩამოყალიბდება აკადემიის სტრუქტურული ერთეულის ფორმით ან აკადემიასთან დაფუძნდება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, მისთვის გადასაცემ ქონებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღბს საქართველოს მთავრობა.
- მე-16 მუხლიდან ამოღებულ იქნეს მე-6 პუნქტი.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.