პროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

პროექტი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

  • მაისი 25, 2021

პროექტი

 

საქართველოს კანონი

„მეცნიერების,  ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“

საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1.  „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში   შეტანილ იქნეს   შემდეგი სახის ცვლილებები:

  1. მე-10 მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,, 1. სამეცნიერო-კვლევითი ერთეული (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შეიძლება არსებობდეს, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი ან კერძო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სტრუქტურული ერთეული. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება (ინსტიტუტი, ცენტრი, ლაბორატორია და სხვა) შესაძლებელია აგრეთვე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან ამ უნივერსიტეტის თანხმობით ან/და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასთან, აკადემიის თანხმობით. ”

 

  1. დაემატოს შემდეგი შინაარსის 171 მუხლი:

„მუხლი 171. დოქტორის სამეცნიერო ხარისხი

  1. დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებისა და აკადემიის წესდების შესაბამისად .
  2. მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხს ანიჭებს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დებულებისა და აკადემიის წესდების მოთხოვნების გათვალისწინებით.

 

მუხლი  2.  ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.