საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაწილეობა ჩინეთის კომპარტიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მონაწილეობა ჩინეთის კომპარტიის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმში

  • ივნისი 21, 2021

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომუნისტური პარტიის დაარსების 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს მიერ მთელი სამყაროს მასშტაბით, ამ ქვეყანასთან აქტიური თანამშრომლობის კონტექსტში, შერჩეული და მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან მსოფლიოს 100 მაღალი დონის ცნობილი მეცნიერ-ექსპერტი ამ საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობისათვის.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიას ერგო პატივი ასეთ მეცნიერთა შორის მიწვეული ყოფილიყო ჩვენი აკადემიის წევრი, აკადემიკოსი ავთანდილ კორახაშვილი, რომელიც ინტენსიურად თანამშრომლობს ჩინეთის შესაბამისი პროფილის სამეცნიერო ცენტრებთან და უნივერსიტეტებთან. მისი მისასალმებელი სიტყვა გაშუქდა ჩინეთის ცენტრალური ტელევიზიით, სუბტიტრებით ჩინურ და ინგლისურ ენებზე.