შეხვედრა ამერიკის საელჩოს წარმომადგენლებთან
- ივლისი 1, 2021
30 ივნისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას სტუმრობდნენ საქართველოში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები – უილიამ სეიბერი (Willaim Sieber) აშშ-ს საელჩოს პოლიტ. ოფიცერი (Political Officer); აშშ–ს საელჩოში გარემოს, მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ჯანდაცვის ოფიცერი და საელჩოს ქართველი წარმომადგენელი.
აკადემიის პრეზიდენტმა აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, ბიოლოგიურ მეცნიერებათა განყოფილების აკადემიკოს-მდივანმა, აკადემიკოსმა თინათინ სადუნიშვილმა და პროფ. გია ხატისაშვილმა გააცნეს საელჩოს წარმომადგენლებს მათ მიერ ჩატარებული უახლესი კვლევები. დიდი ინტერესი გამოიწვია აღნიშნულმა კვლევებმა და დაისახა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.