მიხეილ ჯიბუტის ნაშრომი COVID-19-ის შესახებ
- ოქტომბერი 25, 2021
ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის თავმჯდომარის მოადგილის, პროფესორ მიხეილ ჯიბუტის ნაშრომი „COVID-19-ის პანდემიის გავლენა მუნიციპალურ ბიუჯეტებსა და შემოსავლებზე საქართველოში“ („IMPACT OF THE COVID-19 PANDEMIC ON MUNICIPAL BUDGETS AND REVENIUS IN GEORGIA”). ნაშრომი შესრულებულია საქართველოს თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პროექტის ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელშეწყობით. ნაშრომისადმი ინტერესი გამოხატა „პლატფორმამ“ – ქალაქებისა და რეგიონების, აგრეთვე მათი ეროვნული, ევროპული და გლობალური ასოციაციების საერთოევროპულმა კოალიციამ. “პლატფორმა“ ფუნქციონირებს ევროკომისიასთან პარტნიორული ხელშეკრულებით (FTA) და წარმოადგენს ევროკავშირის განვითარების პოლიტიკისა და საერთაშორისო დღის წესრიგის ფორმირებისათვის უმნიშვნელოვანეს საექსპერტო ცენტრს. „პლატფორმის“ მიერ ნაშრომი გამოქვეყნდა მის ვებ-გვერდზე (https://platforma-dev.eu/wp-content/uploads/2021/07/Impact-of-the-COVID-19-on-Municipal-Budgets-and-Revenues-ENG-with-MRDI-logo.pdf), საკუთარი გამოცემებისა და კვლევების გვერდით, რითაც მასში მოცემული მიგნებები და რეკომენდაციები, საერთაშორისო დაინტერესების სფეროში იქნა შეტანილი.
ელექტრონული ვერსიები:
ქართულ ენაზე
http://www.postcovid.nala.ge/public/storage/documentFiles/r7kMQopp2sucmD7Zo7Lrp3eT0W2V44Y42dQTY9q8.pdf
ინგლისურ ენაზე
http://www.postcovid.nala.ge/public/storage/documentFiles/7Z09Gs8hFk3D2kiu8sgsHJCerUDXAiI2kOR6zJcF.pdf