საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, უერთდება რა მსოფლიოს მოწინავე და პროგრესული საზოგადოების პროტესტს, სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და გმობს რუსეთის სამხედრო აგრესიას მის წინააღმდეგ. ქართველ მეცნიერებს, ისევე როგორც საქართველოს მთელ მოსახლეობას, ყველაზე კარგად ესმის უკრაინელი ხალხის მდგომარეობა, გულწრფელად თანავუგრძნობთ უკრაინელ მეცნიერებს, მთელ მოსახლეობას, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად უთანასწორო ბრძოლაშია ჩაბმული. აკადემია მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, მიიღოს ყველა […]
გაგრძელება