მონოგრაფია “ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები”
- სექტემბერი 8, 2022
გამომცემლობამ ,,კემბრიჯის მეცნიერები” (დიდი ბრიტანეთი, ინგლისი) 2022 წლის 29 ივნისს გამოსცა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს გივი გავარდაშვილის მონოგრაფია “ეროზიულ-ღვარცოფული პროცესების პროგნოზირება და მათი საწინააღმდეგო ინოვაციური ღონისძიებები” (ISBN: 1-5275-8482-8; ISBN13:978-15275-8482-2). მონოგრაფია ილუსტრირებულია ფერადად და იგი მოიცავს 245 გვერდს. https://www.cambridgescholars.com/product/978-1-5275-8482-2
წიგნში აღწერილია საქართველოს ეროზიულ–ღვარცოფული ტიპის წყლსადინარები, შეფასებულია მათგან გამოწვეული საფრთხეები საქართველოს მთიან ლანდშაფტებში და გამოთვლილია ღვარცოფით გამოწვეული მატერიალურ–ეკონომიკური ზარალი.
ღვარცოფების ეფექტური რეგულირების მიზნით წიგნში წარმოდგენილია ინოვაციური გარემოსდაცვითი ნაგებობები, რომელთა მეცნიერულ-ტექნიკური სიახლის პრიორიტეტები დამოწმებულია შესაბამისი პატენტებით.
ღვარცოფების მარეგულირებელი ინოვაციური კონსტრუქციების დაპროექტების მიზნით შესრულებულია თეორიული, ლაბორატორიული და საველე კვლევები, რომელთა შედეგებზე დაყრდნობით წიგნში გაანგარიშებულია კონსტრუქციებზე მოქმედი დინამიკური და სტატიკური დატვირთვები, განსაზღვრულია კონსტრუქციების საიმედოობა და რისკი.
წიგნი საინტერესო იქნება გამოყენებითი და ფუნდამენტური მეცნიერებების დარგში მოღვაწე მეცნიერებისათვის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისა და გარემოს დაცვის საკითხებით დაინტერესებული ინჟინერ-ტექნიკური სპეციალისტების ფართო წრისათვის.